logo_geo
eng_logo
შსს: გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ 112-ს, არის სიცრუე
- +

26 ნოემბერი. 2020. 16:08

 

 

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, თბილისში ა. ხორავას ქუჩაზე №9-ში ხანძართან დაკავშირებით, პირველი ზარი დაფიქსირდა 07:12 sსთ-ზე. ოპერატორის და მოქალაქის საუბრის დრო შეადგენს 47 წამს.

 

07:13 სთ-ზე, საქმე გადაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს. მეხანძრე / მაშველები 07:19 სთ-ზე მივიდნენ მისამართზე. საქმის გადაცემიდან 6 წუთში.

 

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ 112-ს, არის სიცრუე. აღნიშნულ ინიციატორს, 112-ის ოპერატორმა 4 წამში უპასუხა, შესაბამისად ლოდინის დრო შეადგენს 4 წამს და არა ერთ საათს.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატორმა მოისმინა ავტომოპასუხე და არ გამოიყენა 112-1, რაც გულისხმობს რომ არ აირჩია დაკავშირება საპატრულო პოლიცია / სახანძრო-სამაშველო სამსახურთან, რაც უფრო შეამცირებდა ლოდინის დროს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner