-
+
26 ნოემბერი. 2020. 19:05
2021 წლის პირველ ნახევარში კომპანია „Disney“ 32 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დისნეილენდებსა და თემატურ პარკებში დასაქმებულებს შეეხება.
ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, „Disney“-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.
წყარო :