logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყავი
- +

2 ივლისი. 2016. 11:34


 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლების წინააღმდეგი იყო.

 

„ჯერ კიდევ მაშინ მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ამ ადამიანის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი. ვემხრობოდი, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა, თუმცა იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის წნეხისგან, ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშ არის ეს მომხდარა. ეს არის წარსული", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner