არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დიეგო მარადონასთან გამოთხოვების დროს, ფანებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ცერემონიაზე ათასობით გულშემატკივარი მივიდა. დამწუხრებულმა ფანებმა სიმჭიდროვის გამო ბარიერები გაარღვიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ძალა გამოიყენა.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა. არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.