„რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიპტომური, ან მსუბუქი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„დასამალი არაა, ჩვენ დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ გვაქვს, სინამდვილეში შემთხვევათა რაოდენობა არის 3-ჯერ მეტი. რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიპტომური, ან მსუბუქი. ეს ყოველთვის ასეა ყველა დაავადებასთან მიმართებაში. ერთია რასაც სისტემა იჭერს და არეგისტრირებს. მაგალითად, ინფექციებს რომ თავი დავანებოთ, დიაბეტით ჩვენთან რეგისტრირებულია 110 000 ადამიანი, მაგრამ საერთაშორისო ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, ჩვენთან არის დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დიაბეტით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.