logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: ძალიან გთხოვთ, აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ
- +

27 ნოემბერი. 2020. 00:28

 

 

ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი კოლეგების მიმართ ასეთია - ძალიან გთხოვთ აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ და ძალიან გთხოვთ შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა.

 

მისი თქმით,  ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

 

„თქვენ გექნებათ მხარდაჭერა ევროპარლამენტიდან, როგორც ეს ადრე განვაცხადეთ. მე მაქვს იმედი, რომ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, წარმატებით ვითანამშრომლებთ პარლამენტის ახალ შემადგენლობასთან. მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ მათ ევროპარლამენტში ჰყავთ მეგობრები და მხარდამჭერები. ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, ვაღიარებთ, პატივს ვცემთ და ვზრუნავთ თქვენს ევროპულ მისწრაფებაზე. გეხმარებით და მომავალში დაგეხმარებით, რომ ჩვენ ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner