„98 ათასი ხმა 2 წლის განმავლობაშ დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებას აჩვენა, ისინი კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან და არაფრით მისგან არ განსხვავდებიან“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ყველა პარტიას საკუთარი მიზეზი აქვს, ილაპარაკოს არჩევნების გაყალბებაზე. „ევროპულმა საქართველომ“ 2016-ში 21 მანდატი მოიპოვა. ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე. პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ განაცხადეს, რომ გაემიჯნენ ამ პროცესს. 21 ნაცვლად ახლა მიიღეს მხოლოდ 4 მანდატი და მეხუთე გაუნაწილებელი მანდატი, რომელიც აჩუქა სისტემამ. გიგა ბოკერიას მთელი ამოცანა იყო, რომ მინიმუმ სააკაშვილზე მეტი ხმები აეღო. ეს ამოცანა იყო 2016-დან დაწყებული. ვინც დაიჯერა, რომ ეს ხალხი არაფერ შუაში იყო და მშა იყო ყველაფერი გამფუჭებელი 9 წლის განმავლობაში და რა მიიღო მაშინ ამომრჩეველმა? ერთი კვირის თავზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადება, რომ მხარს უჭერდნენ გრიგოლ ვაშაძეს. 98 ათასი ხმა 2 წლის განმავლობაშ დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებას აჩვენა, ისინი კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან და არაფრით მისგან არ განსხვავდებიან“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.