logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
- +

27 ნოემბერი. 2020. 10:25

 

 

ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

 

რეზოლუციას მხარი 631 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო სამი კი წინააღმდეგ წავიდა.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის წევრები კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ვაროშასთან თურქეთის უკანონო ქმედებებს გმობენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ქმედებები ლიბიასა და სირიაში, ასევე აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ უწყობს ხელს ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ თურქეთი თავისი ნაბიჯებით სულ უფრო შორდება ევროპას და გაერთიანებასა და თურქეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner