„საყურადღებო სიტუაციაა და ბოლო რამდენიმე კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ბოლო დღეებია 3-დან 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის არის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობის შემქმნელი.
შეზღუდვებს და რეგულაციებს ზუსტად ეს დანიშნულება აქვს, რომ მოხდეს ახალი შემთხვევების ზრდის შეკავება და შემდეგ თანდათან დაიწყოს შემთხვევების შემცირება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
შეგახსენებთ, ხვალიდან საქართველოში ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება.