logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: კუბლაშვილი და სააკაშვილი ჩემი საქმის გამყალბებლები არიან!
- +

2 ივლისი. 2016. 11:54



კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით, უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფოს მოლაშვილისთვის 20 000 ევროს კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაევალა.


მოლაშვილის გადაწყვეტილებით, მას უზენაესი სასამართლოსთვის აქამდე არც მიუმართავს და კუბლაშვილის თავმჯდომარეობის პირობებში ამის აზრს ვერც ხედავდა, რადგან მისი საქმის გამყალბებლები სწორედ კულბაშვილი და სააკაშვილი იყვნენ.


„მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთი წლის ვადა მაქვს, სასამართლოსთვის ჯერ არ მიმიმართავს.

 

კუბლაშვილის სასამართლოსთვის მიმართვას არავითარი აზრი არ ჰქონდა - კუბლაშვილი, როგორც სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, არის ამ საქმის ერთ-ერთი გამყალბებელი.

 

სტრასბურგის მიმართვაში სახელდებით მინიშნებულები არიან სააკაშვილი და კუბლაშვილი, როგორც ამ საქმის გამყალბებლები. ციტირებასაც გეტყვით სტრასბურგის სასამართლოს მიმართვიდან: „სააკაშვილმა და კუბლაშვილმა პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნით, მოლაშვილის წინააღმდეგ დადგეს პოლიტიკური სპექტაკლი".

 

ამ ფონზე, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარეობდა კუბლაშვილი და მისი მოადგილე იყო მეიშვილი, რომელმაც ცხრა წელი მომისაჯა, როგორ შეიძლებოდა მიმემართა? ან რა უნდა ეღონათ მათ და როგორ უნდა გამოეტანათ საკუთარი თავისთვის არგუმენტირებული უარყოფითი გადაწყვეტილება?"- განაცხადა მოლაშვილმა გადაცემაში „20/30".


გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ გასული წლის ოქტომბერში მიიღო.


შეგახსენებთ, რომ სულხან მოლაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, თანამშრომლებისთვის 37 000  ლარის ოდენობით პრემიის დარიგების გამო, უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააპატიმრეს. 2004 წელს კი საპყრობილეში გადაღებული მოლაშვილის ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ რა სასტიკად აწამებდნენ მას.


მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ მოლაშვილი გაამართლა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 20 000 ევროს გადახდა დაავალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner