-
+
27 ნოემბერი. 2020. 11:37
ევროპაში კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი, იტალიაში ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში აქ 29 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
13 500-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში კი, ბოლო 24 საათში, 12-ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ეპიდვითარების დამძიმების გამო, საკარანტინო ზომები გაამკაცრა სერბეთმა, სადაც სავაჭრო დაწესებულებები მკაცრი რეგულაციებით იმუშავებს.
წყარო :