აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და მისმა მეუღლემ, ფრანჩესკამ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს უმასპინძლეს.
„დღეს, ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილიაII-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაშიგაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია მეორემ პატრიარქისმუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი,რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.