logo_geo
eng_logo
მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს
- +

27 ნოემბერი. 2020. 11:41

 

 

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაო „ბელა-ვისტაზე“ დაკრძალეს, სადაც დიეგოს მშობლები არიან დასაფლავებული. როგორც არგენტინული მედია იუწყება, დაკრძალვის ცერემონიაში მხოლოდ მარადონას ნათესავები და ახლობლები მონაწილეობდნენ.

 

მანამდე კი არგენტინის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში, ფეხბურთის ლეგენდასთან გამოსათხოვარ ცერემონიას მასობრივი არეულობები მოჰყვა. სამოქალაქო პანაშვიდზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, ცერემონიაზე მოხვედრა კი ბევრმა ვერ შეძლო და ამას პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირებები მოჰყვა.

 

არგენტინის მთავრობამ დიეგოს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner