„ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, ჩვენთვის წითელი ხაზი რა არის და ის, რომ მოსახლეობის ნების გადახედვა არ განიხილება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„იმედი მაქვს, კონსტრუქციული დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად საერთო კონსენსუსურ ვარიანტზე შევჯერდებით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების რიგით მესამე რაუნდს უახლოეს დღეებში ვარაუდობენ.