logo_geo
eng_logo
დიღმის მასივში მდებარე ექსპრეს-ფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა
- +

27 ნოემბერი. 2020. 13:34

 

 

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

 

როგორც თვითმხილველმა განაცხადა, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

 

გამოძიება ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner