logo_geo
eng_logo
მალხაზ სოფრომაძე: „ნაცმოძრაობის“ უსტაბაში სააკაშვილი კიევიდან შუაზე იფხრიწება – გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალო!
- +

27 ნოემბერი. 2020. 14:13

 

 

წინა კვირას სააკაშვილმა ნაცებს უკრაინიდან მორიგი ვიდეომიმართვა გამოუგზავნა და პირდაპირ განაცხადა – „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ!“

 

ამის პასუხად ნაცები და მთელი მათი საძაღლეთი შაბათს, 2020 წლის 14 ნოემბერს, რუსთაველის პროსპექტზე შეიკრიბნენ და სიტყვით თუ საქმით რაიხსფიურერ მიხუილოს შუა თბილისიდან უპატაკეს – „უკვე ვანძრევთ და ჩამოდი!“ ნაცები აქციაზე მართლაც ასე იქცეოდნენ... ერთს ტრანსპარანტზე ეწერა – „მიშა ჩამოდი!“ მეორეს – „ვითხოვთ სააკაშვილს!“ მესამეს – „ფუ, ტუტუცი, კაცის თხოვა როგორ შეიძლება!“ მეოთხეს – „სააკაშვილის გარეშე საქართველოს შანსი არ აქვს!“ ხოლო მეხუთეს – „თოხი – მიშას, ფული – მიშას!“

 

ახლა იმის შესახებ ვთქვათ, რასაც ნაცები არა თუ ვერ ამბობენ, მაგრამ მათი ყოველი მოქმედება და სიტყვა სწორედ იმ ერთ მაგიურ რაღაცას დასტრიალებს მამალი მგელივით! ეს „რაღაცა“ სახელმწიფო გადატრიალება გახლავთ, რომლის გარეშეც სააკაშვილი და მთელი მისი საძაღლეთი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ... ბავშვმაც იცის უკვე, რომ სააკაშვილს არც არჩევნები აინტერესებს და არც ბიულეტენების გადათვლა, მას ის რევოლუციური სცენა ენატრება, როცა ხათუნა გოგორიშვილი და ხატია დეკანოიძე ვოლსკის თავზე გადაახტებიან, კობახიძეს თმით ითრევენ და თალაკვაძეს თავს წითლად შეუღებავენ, ხოლო ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია პარლამენტის სხდომათა დიდ დარბაზში ისეთ ყროლის სუნს დააყენებენ, როგორითაც საქებარმა ძაღლმა ნიახური წაბილწა. ნაცებს უნდათ, მაგრამს სააკოვის დაბრუნება არ სურთ – არც ალეკოს, არც ნინოს, არც ბადრის, არც მამუკას, არც ზურაბ–გირჩს, არც გიგას, არც „ვაშაძე-აღმაშენებელს“... სამაგიეროდ, ნინოს ამერიკის საელჩოში უნდა ელჩთან ჭუკჭუკი, მაგრამ ამერიკელები ჭიშკარში არ უშვებენ – 1 პროცენტი ვერ გადალახეთო... გაუგებარია, რა უნდა გრიგოლ ვაშაძეს – პარლამენტშიც მიუწევს გავა, მაგრამ არჩევნების შედეგების აღიარებაც არ უნდა...

 

მოკლედ, მონასტერი ისეა არეული, როგორც ამას სულმნათი ილია წერს თავის გახმაურებულ კრიტიკულ წერილში – „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“. აკი, ილია ამ საეტაპო მნიშვნელობის წერილში, რომელმაც „მამათა და შვილთა ბრძოლას“ დაუდო სათავე, როგორც „წირპლიანი“ და უნიჭო კაზლოვის, ისე მისი მთარგმნელი რევაზ შალვას ძე ერისთავის გასაქიაქებლად არაერთგზის ახსენებს აბსურდულ ფრაზას – „ხელი გავიქნიე ფეხი“.

 

სააკაშვილიც და მისი გარემოცვაც სწორედ ასეთ აბსურდსა და სისულელეში ცხოვრობენ – ნაცმოძრაობის უსტაბაში კიევიდან შუაზე იფხრიწება – გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალო! ხოლო მისი თანაპარტიელები „ხელი გავიქნიე ფეხის“ პრინციპით მოქმედებენ და ხელცქვიტობენ – უკვე ვანძრევთ და ჩამოდი!

 

სხვათა შორის, როცა ამ „საქმით“ იყო დაკავებული, ასლან აბაშიძემ „ვარდების რევოლუციის“ ფიურერი ჩაქვის ოაზისში გადაიღო, მაგრამ „აჭარის ლომმა“, რომელიც შევარდნაძის ტურებმა მოაღორეს, ეს სიბილწე ხალხს არ აჩვენა და „ვარდების რევოლუციაც“ მოხდა... ერთი რამ ცხადია: თუ ხელისუფლების გალავანი შიგნიდან არ გატყდა, საქართველოში გადატრიალებას ვერავინ მოაწყობს და, საუკეთესო შემთხვევაში, ყველა დაამთავრებს იმით, რაზეც შევარდნაძემ დიდი ხნის წინათ გაგვაფრთხილა – „ვისაც გადატრიალება უნდა, ლოგინში გადატრიალდეს!“

 

მალხაზ სოფრომაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner