რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები 7 ივლისიდან შესრულდება. ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, 7 ივლისიდან რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 17 ჩარტერული რეისი შესრულდება.
ჩარტერული რეისები რუსეთსა და თურქეთს შორის 2015 წლის 1 დეკემბრიდან მას შემდეგ შეწყდა, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელიც თურქული მხარის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.