logo_geo
eng_logo
რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები 7 ივლისიდან შესრულდება
- +

2 ივლისი. 2016. 11:59



რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები 7 ივლისიდან შესრულდება. ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათი ცნობით, 7 ივლისიდან რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 17 ჩარტერული რეისი შესრულდება.


ჩარტერული რეისები რუსეთსა და თურქეთს შორის 2015 წლის 1 დეკემბრიდან მას შემდეგ შეწყდა, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელიც თურქული მხარის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner