logo_geo
eng_logo
წლის ბოლომდე საკვებ პროდუქტებს ერთჯერადად 10 ათასამდე სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი მიიღებს
- +

27 ნოემბერი. 2020. 14:50

 

 

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში ინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს:

 

„სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

წლის ბოლომდე საკვებ პროდუქტებს ერთჯერადად 10 ათასამდე სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი მიიღებს. 

 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების პერიოდში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მოქმედების არეალებში პარკირება ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასო იქნება. უფასო პარკირებით სარგებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე იქნება შესაძლებელი“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner