ტაივანის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს აშშ-დან ღორის ხორცის იმპორტის შემსუბუქებისთვის მწვავედ დაუპირისპირდნენ, რის გამოც ოპოზიციის წევრებმა მმართველ გუნდს ღორის ნაწლავები ესროლეს. ამის შესახებ NDTV წერს.
მათი თქმით, მთავრობის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ - ნებადართულიყო აშშ-დან ღორის ხორცის იმპორტი, რომელიც შეიცავს რაქტოპამინის დანამატს (მისი გამოყენება აკრძალულია ჩინეთსა და ევროკავშირში, რადგან ჯანმრთელობისთვის საშიშროებაა), დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტაივანის პრემიერ-მინისტრი სუ ცენგ-ჩენი ტრიბუნასთან დადგა და შეკითხვებისთვის უნდა მოესმინა, სწორედ ამ დროს ოპოზიციის წევრებმა მისი მისამართით ღორის ნაწლავები ისროლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ცნობილია, რომ ტაივანის პარლამეტში დაპირისპირება არცთუ ისე იშვიათია.