logo_geo
eng_logo
კასპში გამწვანების აქცია გაიმართა
- +

27 ნოემბერი. 2020. 16:16

 

 

დღეს კასპში გამწვანების აქცია გაიმართა. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“   წლებია თანამშრომლობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგებით ამარაგებს.

 

ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური  ფიჭვის და ნუშის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს,  საჯარო სკოლებსა და მუზეუმებს გადაეცათ.

 

დარგვის აქციაში კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე მონაწილეობდნენ.

 

ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისს“ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner