დღეს კასპში გამწვანების აქცია გაიმართა. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგებით ამარაგებს.
ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური ფიჭვის და ნუშის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საჯარო სკოლებსა და მუზეუმებს გადაეცათ.
დარგვის აქციაში კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე მონაწილეობდნენ.
ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისს“ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.