logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ აბსოლუტური უმრავლესობით მოვა
- +

2 ივლისი. 2016. 12:38



საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სტრატეგიულ კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუშაოები „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან თარხნიშვილის მეუღლემ შეასრულა, კვლევის უნდობლობას იწვევს.


მისივე თქმით, კოალიციაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უპირობო ლიდერია.

 

„ამით ძირითადად, ნაციონალები სპეკულირებენ. ლევან თარხნიშვილი არის ადამიანი, რომელიც ასოცირდება ხმების მოპარვასთან. რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, „ქართული ოცნება" მოვა აბსოლუტური უმრავლესობით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით",- განაცხადა კახა კალაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner