logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს
- +

27 ნოემბერი. 2020. 18:59

 

 

„დღეს ქვეყანაში უკვე 4700-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა და ახლა აუცილებელია, შევასუსტოთ ვირუსის გავრცელების ტემპი. სამწუხაროდ, ეს შეზღუდვები ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და უშუალოდ დასაქმებულებზე. დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს, რომელსაც პანდემიამ ზიანი მიაყენა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

 

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ პანდემიას სხვა ნეგატიურ ფაქტორებთან ერთად აქვს უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე მთელ მსოფლიოში. დღეს ქვეყანაში უკვე 4700-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა და ახლა აუცილებელია, შევასუსტოთ ვირუსის გავრცელების ტემპი. ამით იყო გამოწვეული წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება. რა თქმა უნდა, ინფიცირებულთა რიცხვი ნულამდე არ დაეცემა, მაგრამ ამ შეზღუდვებმა საგრძნობლად უნდა შეამციროს გავრცელების არეალები. სამწუხაროდ, ეს ცუდად აისახება ბიზნესსა და უშუალოდ დასაქმებულებზე. დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს, რომელსაც პანდემიამ ზიანი მიაყენა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ჯამური ღირებულებაც შეადგენს 1 მილიარდ ლარს, ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ერთია სოციალური სფერო, რომელიც მიმართულია მათზე, ვინც პანდემიის გამო სამუშაო ადგილები დაკარგა, მეორე არის ბიზნესი, რომლის დახმარების პაკეტი 515 მილიონ ლარს მოიცავს. ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2021 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა, რომელიც 2021 წლის მაისამდე გაგრძელდა. გარდა ამისა, წერტილოვანი შეზღუდვები საკმაოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს სარესტორნო ბიზნესზე. მიუხედავად იმისა, რომ რესტორნები შეძლებენ, მიტანის სერვისი აამოქმედონ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს სრულებით დამაკმაყოფილებელი არაა. მათაც აქვთ მიმდინარე საბანკო ვალდებულებები, რომელთა დაფარვაც უჭირთ. ამიტომ სახელმწიფომ სესხის პროცენტის სუბსიდირების ინსტრუმენტი გაააქტიურა და მოხარული ვარ, რომ სარესტორნო ბიზნესი ამ ინსტრუმენტის ბენეფიციარი გახდება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner