logo_geo
eng_logo
„ბაჩანა ახალაია იარაღასხმული, გალეშილი მთვრალი შედის საპატიმროში და პატიმრების სისხლს ღვრის...“- რას იხსენებს სულხან მოლაშვილი...
- +

2 ივლისი. 2016. 12:39



კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ციხეში ვიზიტებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ იგი პატიმრებს საჯაროდ, სასტიკად უსწორდებოდა.


მოლაშვილის განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ ახალაიას ბრალდების მთავარი ეპიზოდი ვაშლის გათლის დროს დანის უხეშად მოქნევაა, ბევრი ყოფილი პატიმარი გააღიზიანა.

 

„ბაჩანა ახალაია იარაღასხმული, გალეშილი მთვრალი შედის საპატიმროში გავეშებული და სისხლს ღვრის იქ ადამიანების - ერთისას, ორისას, სამისას. ეს მეორდება რამდენჯერმე და ეს ხდება ჩვენს თვალწინ - პატიმრების წინ და მერე ყველანი ესენი ხედავენ, რომ თურმე ვაშლის გათლის დროს დანა უხეშად მოუქნია თუ დააშინა ვიღაც და ეს არის ბრალდების მთავარი ეპიზოდი. ამაზე ხალხი გადარეულია. ამიტომ იყო საქართველოში რამდენიმე შემთხვევა ანგარიშსწორების",  - განაცხადა მოლაშვილმა გადაცემაში „20/30".


კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, 2012 წლის წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი იმდენად დიდია, რომ საზოგადოება კარგად უნდა გაუფრთხილდეს.

 

„იმდენად დიდია 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარი, რომ იმას სხვაგვარი მოფრთხილება სჭირდება, ვიდრე ამას ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ დღეს",- განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner