logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: GFK-ს კვლევებს საზოგადოების ნდობა არ ექნება
- +

2 ივლისი. 2016. 12:57



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებს. როგორც ვოლსკი განმარტავს, უნდობლობის მიზეზი არა მხოლოდ ისაა, რომ გამოკითხვები ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანიამ ჩაატარა, არამედ ისიც, რომ GFK-ს ეგზიტპოლებს 30-პროცენტიანი ცდომილება ჰქონდა.


„გარდა ამისა, ამავე ორგანიზაციას ჩატარებული აქვს, არ ვიცი, ვისი ძალებით , თარხნიშვილის მეუღლე იყო თუ სხვა, ყირიმში კვლევა, რომ 90 პროცენტი მოსახლეობის ბედნიერია ტერიტორიის ოკუპაციით და მოსახლეობის 60 პროცენტის ეკონომიკური მდგომარეობა თურმე გაუმჯობესდა. იმის შემდეგ მძიმე ვითარება დაუდგა ამ კომპანიას. ასე რომ, ამ ორგანიზაციამ ასე გაითქვა სახელი. ვისაც მან დაუკევთა კვლევა საქართველოში, ისიც თავიდანვე განთქმული იყო და დღემდე ამ საქმიანობითაა დაკავებული. არის პოლიტიკური დაინტერესება, რომ გამოიწვიონ საზოგადოებაში მცდარი შეხედულებები, რათა არჩევნების შემდეგ გაპროტესტების საფუძველი ჰქონდეთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არც საფუძველი იქნება ამისი და არც რეალურად საზოგადოების ნდობა ამ კვლევების მიმართ", - აცხადებს ვოლსკი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner