logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი „შავ პარასკევზე“: დღევანდელ დღეს აუცილებლად ექნება უარყოფითი დინამიკა ვირუსის გავრცელების ნაწილში
- +

28 ნოემბერი. 2020. 01:06

 

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყნის სხვადსხვა სავაჭრო ცენტრებში „შავი პარასკევის“ გამო შექმნილი ხალხმრავლობა, ვირუსის გავრცელების კუთხით უარყოდითად აისახება.

როგორც მან  „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, ყველა შეკრებამ, იყო ის პოლიტიკური შინაარსის, თუ უბრალოდ ხალხმრავლობა, რომელიც წესების დაცვის გარეშე გაიმართა, ქვეყანას ვირუსის გავრცელების მიმართულებით უარყოფითი დინამიკა მოუტანა.

 

„დღევანდელ დღეს აუცილებლად ექნება შედეგი და სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს აუცილებლად ექნება ურყოფითი დინამიკა ვირუსის გავრცელების ნაწილში. ეს არის რეალობა. ისევე როგორც რეალობაა, რომ იმ ხალხმრავალ პოლიტიკურ აქციებს და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ის ტარდებოდა წესების დაცვის გარეშე, ჰქონდა უარყოფითი გავლენა ვირუსის გავრცელების სტატისტიკაზე, რომელიც გვაქვს დღეს.

 

ასევე რეალობაა ის, რომ ხალხმრავალ ღონისძიებებს, სუფრებს ჰქონდა უარყოფითი გავლენა, ასევე რეალობაა, რომ ნებისმიერ იმ ქმედებას, რომელიც დგება წესების დაცვის გარეშე, აქვს ძალიან მაღალი რისკი. ეს არის რეალობა და ეს რეალობა უნდა გავიაზროთ ყველამ. მანამდე სანამ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული ადამიანი, განურჩევლად იმისა არის ის მთავრობის ან ოპოზიციის მხარეს, არის, თუ არა ის დამსაქმებელი, თუ დასაქმებული, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქე, მანამდე სანამ თითოეული ადამიანის მხრიდან არ იქნება გააზრებული, რომ თითოეული ჩვენგანის ქმედება პირდაპირ აისახება იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ხვალ, მანამდე ყველას ძალიან გაგვიჭირდება დავუბრუნდეთ იმ რეალობას, რომლითაც ძალიან ვამაყობდით პირველი ტალღის დასაწყისში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner