logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელმა მაჩვენებელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი, საჭირო და დროულიც იყო
- +

28 ნოემბერი. 2020. 01:25

 

 

დღევანდელმა მაჩვენებელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი, საჭირო და დროულიც იყო, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

 

 

„რა თქმა უნდა, შემდეგ დღეებში კიდევ ველოდებით ინფექციის აღმასვლას და ორი კვირის შემდეგ შეგვეძლება, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად საკმარისი იყო ეს შეზღუდვები და როდის შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, გარდავტეხეთ თუ თუ არა პიკი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner