logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ხმების გადათვლა შევთავაზეთ, უარი მივიღეთ, კამერების ნახვა შევთავაზეთ - ამაზეც უარი მივიღეთ
- +

28 ნოემბერი. 2020. 02:55

 

 

"შეიძლება რაღაც კაპიკებს აგროვებენ იმისთვის, რომ არეულობა შემოიტანონ დამატებით, პროცესებში, მაგრამ არანაირი რესურსი ამ არეულობის არ არის" , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მისამართით "პოსტვ -ის" ეთერში  განაცხადა.

 

"ჩვენ სულ ვამბობდით, იმას, რომ არეულობასაც სჭირდება იგივე, რაც სჭირდება არჩევნების მოგებას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა.

 

გარდა ამისა, საზოგადოებამ ზუსტად იცის, თუ როგორ წარიმართა პროცესი და ინფორმაციაც აქვს დეტალურად იმასთან დაკავშირებით, რომ სად, რა როგორ იყო და ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მათ ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდებოდა ამის გადამოწმებას.

 

შეიძლება არ გჯეროდეს რაღაცის, თუ არ გჯერა უნდა გადაამოწმო. გადამოწმების საშუალება არის გადათვლა. შევთავაზეთ უარი მივიღეთ, პირიქით შეეშინდათ, ტექნიკური საკითხიაო, გადათვლა არ აჩვენებს -კარუსელიაო, შევთავაზეთ კამერები ვნახოთ და დავათვალიეროთ ერთი და იგივე პირი აძლევდა თუ არა ხმას, ამაზეც მივიღეთ უარი. 700 უბნის 20 საათიანი ჩანაწერები შევთავაზეთ. ისინი რა ციფრებსაც აჩვენებენ ამას ხომ სქემა სჭირდება. აიღე ორი უბანი და უკვე დაადგენ იყო თუ არ იყო კარუსელი" , - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner