logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემი დიდი სურვილია, გაჩნდეს პროექტი „Learn in Georgia“
- +

2 ივლისი. 2016. 13:02



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვა და პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს გააცნო.


ჯეჯელავას განცხადებით, განათლების სისტემის ახალი ხედვა როგორც საჯარო სკოლებს, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება.


„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაში ინტერნაციონალიზაცია. უცხოელი სტუდენტები ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს ჰყავთ, მაგრამ ძალიან ცოტა.  ჩემი დიდი სურვილია, სხვა პროექტებთან ერთად, როგორიც არის „Check in Georgia",  „Visit Georgia", გაჩნდეს „Learn in Georgia". ეს იქნება ჩემი საყვარელი ჩანაფიქრი, თუ გამოგვივიდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა შეეხება სკოლას. აქ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არაფორმალური განათლების საკითხში, ანუ მეტი თავისუფლება მივცეთ ბავშვებს წრეების კუთხით, შემოქმედებითი და ბიზნესის კუთხით, ნებისმიერი მიმართულებით, რაც მათ აინტერესებთ და ამაში ახალი ინვესტიციები იქნება მნიშვნელოვანი. მესამე და მთავარი  - უნდა იყოს პროფესიული განათლება. ეს დუალური მეთოდი პრემიერის ინიციატივაა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის 4-პუნქტიან  გეგმაში ერთ-ერთი განათლების სისტემაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მასშტაბურ ცვლილებებს უნდა ველოდეთ", - განაცხადა ჯეჯელავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner