ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 3 მილიარდ 950,2 მილიონი ლარი, რაც გეგმის 100,4%-ია. გადაჭარბება 6 თვის გეგმის მიმართ შეადგენს 15 მლნ ლარს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 მილიარდ 744,5 მილიონი ლარი, რაც გეგმის 100,8%-ია. გადაჭარბება გეგმის მიმართ შეადგენს 28,5 მლნ ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ მიმდინარე წლის 6 თვეში შეადგინა 4 მილიარდ 679,2 მილონი ლარი. 6 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაჩვენებელი 95,0%-ს შეადგენს.