logo_geo
eng_logo
„მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას“- დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- +

3 მარტი. 2016. 03:08



3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით ქ. თბილისის მოხალისეთა კორპუსი, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებს სადღესასწაულო პოეექტს  „მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას".


დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება განხორციელდება ქ.თბილისის სხვადასხვა რაიონში და პროექტის ფარგლებში თბილისის მოხალისეთა კორპუსის წევრები სამახსოვრო საჩუქრებს დაურიგებენ  მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა უსახკარო დედებს.



დედის დღე 1991 წლიდან აღინიშნება. ის საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. იგეგმებოდა, რომ ამ დღეს 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა საბოლოოდ ორივე დღე შენარჩუნდა



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner