გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საუბრობს საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკაზე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და ამბობს, რომ მისი ნაბიჯები ამ მხრივ მისასალმებელია.
„საქართველოს მთავრობა ძალიან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს. ჩვენ ამას მივესალმებით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს და ესკალაცია არ მოხდეს. ამ მხრივ ეუთო-ს როლი ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.