-
+
28 ნოემბერი. 2020. 13:22
მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას worldometers აქვეყნებს. ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყებიდან კოვიდ-19-ით 62 004 949 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 42 798 107 ადამიანი, 1 449 308 პაციენტი კი- გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 17 757 534 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.