ალექსეი აგრანოვსკიმ, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ვირუსოლოგმა ისაუბრა, თუ როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია. ამის შესახებ მან "Lente.ru" - ს განუცხადა.
პროფესორი დარწმუნებულია, რომ გაზაფხულისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილიზდება და შემსუბუქდება. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსზე რამდენიმე ფაქტორი იმოქმედებს:
“კოლექტიური იმუნიტეტი და ვაქცინა. ამავე დროს, ვირუსის თვისებები განსხვავებული იქნება - ის შესუსტდება.
გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ შესაბამისად, გავლენას მოახდენს ამ პრობლემისგან მედიის ზოგადი ფსიქოლოგიური დაღლილობა, რომელსაც მოსწყინდება ამის ტირაჟირება.” - დასძინა მან.