2008 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩში დიეგო მარადონასა და მის მეგობრებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 3:5 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ანგარიში 1:4 იყო, მოედანზე გიორგი მერებაშვილი (22 წლის), გურამ კაშია (21 წლის) და უჩა ლობჟანიძე (21 წლის) გამოჩნდნენ. მარადონამ მასთან ახლოს მდგომი მერებაშვილი შეამჩნია და ქართველებს მისი მოედნიდან გაყვანისაკენ მოუწოდა. ლეგენდარული არგენტინელი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს წვერიც კი არ ემჩნეოდა.
საბოლოოდ, სამივე ახალგაზრდა ქართველს მოედნის დატოვება მოუწია, მატჩის მიწურულს კი მერებაშვილი თამაშში ჩაერთო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მარადონა შეცვალეს.