ევროკავშირი მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ მთელი რეგიონის მშვიდობიან და უსაფრთხო განვითარებაში, – სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კლაარმა აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„ჩვენ, როგორც ჩვეულებრივ, ძალიან ღია, მეგობრული და სიღრმისეული საუბარი გვქონდა ბატონ ლილუაშვილთან. განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რეგიონში და როგორ აისახება ისინი საქართველოში. ასევე ის, თუ როგორ ხედავს ევროკავშირი ამ განვითარებულ მოვლენებს. ვფიქრობ, მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის იყო პროდუქტიული და ერთმანეთის გამოცდილების გათვალისწინებით სასარგებლო. ვიმედოვნებ, შევძელი იმ ფაქტის წარმოჩენა, რომ ევროკავშირი მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ ძალიან დაინტერესებული და ჩართული ვართ მთელი რეგიონის მშვიდობიან და უსაფრთხო განვითარებაში”, – განაცხადა ტოივო კლაარმა.