logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: არავის აქვს უფლება პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს
- +

28 ნოემბერი. 2020. 17:40

 

 

„პოზიცია, რომელიც იქნა გადმოცემული, როგორც ამ მოლაპარაკების პროცესში დაფიქსირებული, ვფიქრობთ რომ ყველაზე რელევანტურია“, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„არის გარკევული თემები, რომლის პოლიტიზირება და დრამატიზირება აუცილებელი არ გახლავთ. მათ შორისაა ისეთი საკითხები, რომლებიც გარკვეული ეკონომიკური სოციალური და ჰუმანიტარული საკითხების მოწესრიგებას უკავშირდება, მათ შორის ტურისტების მიმოსვლას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მიხეილ სარჯველაძე, ასევე პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არავის აქვს უფლება საქართველოში პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს.

 

 „როგორიც იქნება ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება, ეს იქნება ლეგიტიმური. მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ უსაფრთხოების საკითხებზე, რა თვალსაზრისითაც ვფიქრობ რომ ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არ არსებობდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner