logo_geo
eng_logo
შსს-ს თანამშრომლებს კოვიდ ტესტირება უტარდებათ
- +

28 ნოემბერი. 2020. 19:07

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს PCR  მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ განყოფილებას კოვიდ-19-ზე ტესტირების უფლება მიენიჭათ.

 

განცხადების თანახმად, შსს-ს კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესაძლებლობა გააჩნია.

 

საქართველოს მასშტაბით, თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ახალციხესა და ზუგდიდში საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ცენტრებზე 7 „კოვიდცენტრი“ შეიქმნა. აღებული ანალიზების თბილისის PCR  ლაბორატორიაში ტრანსპორტირებას შსს-ის ზემოთ აღნიშნული განყოფილება თავად უზრუნველყოფს“ – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აღებული ანალიზის ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ, მიღებული მონაცემები NCDC-ის „ონლაინ” პორტალზე აღირიცხება, რომელზე რეგისტრაციასაც თითოეული დეპარტამენტს წევრი ტესტირებისას შეძლებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner