logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
- +

2 ივლისი. 2016. 13:53



დღეს, 1993 წელს აფხაზეთში, ტამიშში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა შტაბის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, გაიხსენა მებრძოლები და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.


ეს დღე გადამწყვეტი ბრძოლისა და სტრატეგიული გამარჯვების დღედ შევიდა ისტორიაში. 1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.


პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა შეძლეს დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება.


„ჩემს ჯგუფს მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა მიცემული. სპეცდანიშნულების რაზმს ცუგოროვკაზე არტერია უნდა გადაეკეტა. ალყის გარღვევა და ტამიშში შესვლა მხოლოდ არ იყო მთავარი, რადგან იქ ისევ დაგვხვდებოდა ცუგოროვკადან შემოსული მტერი, სოხუმი ისევ ალყაში დარჩებოდა და შემდეგ გაძნელდებოდა მისი გაწმენდა. დავალება პირნათლად შევასრულეთ, მინიმალური დანაკარგით მაქსიმალური ზიანი მივაყენეთ მტერს. ეს იყო ქართული საჯარისო ფორმირებების მიერ განხორციელებული უპრეცედენტოდ ძლიერი ოპერაცია. სწორედ ამიტომაც მე დღემდე მტკივა და იმავდროულად მეამაყება ეს დღე და ჩვენი ქართველი ვაჟკაცები", - აცხადებს შიხიაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner