logo_geo
eng_logo
რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
- +

28 ნოემბერი. 2020. 20:34

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომეხ კოლეგას, არა აივაზიანს ტელეფონით ესაუბრა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  ყარაბაღის შესახებ 9 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების საკითხები განიხილეს.

 

„მხარეებმა ამა წლის 9 ნოემბრის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის გაფორმებული განცხადების დებულებების შესრულების საკითხი განიხილეს, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 7 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტი მიმოიხილეს”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner