„რომ არა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკური რეალობა არაორდინალურია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონული კუთხით და საერთაშორისო ვითარებაც არ არის ჩვეულებრივი.
„აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა უფრო მეტი მარაგები შექმნეს, ვიდრე ისინი ამას ჩვეულ რეალობაში აკეთებდნენ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.