მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„დიახ, ჩვენთან არის მოთავსებული, მძიმეა მდგომარეობა. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა ლალი ტურძელაძემ.