ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 747 082 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში დაავადებას კიდევ 9 310 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით სულ 62 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 454 747 გარდაიცვალა.
ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილს აშშ იკავებს (13,482,585 შემთხვევა). მეორე ადგილზეა ინდოეთი (9,390,791), მესამეზე ბრაზილია (6,238,350). კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან საფრანგეთი (2,196,119) და რუსეთი (2,242,633).