კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები 82 წლის ქალი, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მუშაობდა.
COVID-19- ის დიაგნოზით დაიღუპა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 76 წლის ქალიც. პაციენტი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფიელებაში იყო მოთავსებული.
ექიმების განმარტებით, ორივე მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაში, კორონავირით, კახეთის რეგიონის მასშტაბით სულ 26 პაციენტი გარდაიცვალა.