აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების თაობაზე პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„ხმების ის რაოდენობა, რომელსაც პენსილვანიაში ჩვენი კამპანია ასაჩივრებს, 81 000-ის ნიშნულზე ბევრად მეტია, ვერც კი მიუახლოვდება.
გაყალბება და უკანონობა ამ საქმის დიდი ნაწილია, დოკუმენტებზე მუშაობას ახლა ვასრულებთ. აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – წერს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი „ტვიეტრში“.
ტრამპის თქმით, გამოითქვა ბრალდებები და პენსილვანიის შემთხვევაში უზარმაზარი მტკიცებულებები აქვს.
„უბრალოდ, ზოგს ამისი დანახვა არ უნდა, მათ არ სურთ, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. სამწუხაროა!“ – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა.