logo_geo
eng_logo
საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად მოთხოვნილი დაფინანსება - 6 ოპოზიციური პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს
- +

29 ნოემბერი. 2020. 02:23

 

 

საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საბიუჯეტო დაფინანსებას მაინც მიიღებს. ოპოზიციიდან პარტიულ დაფინანსებას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "პატრიოტთა ალიანსი", "ლელო" და "ლეიბორისტული პარტია" აიღებს.

 

პარტიებში ამბობენ, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა პარტიულ საქმიანობას, არამედ - საპარლამენტოს.

 

კოლეგების არგუმენტები გაუგებარია არჩევნებში ბარიერგადალახული ორი პარტიისთვის. ცესკოს მონაცემების მიხედვით დაანგარიშებული თანხის აღებაზე უარი "გირჩმა" და ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებმა" თქვა. სულ, ორივე პოლიტიკური პარტია ბიუჯეტში მილიონ 200 000 ლარს ტოვებს.

 

რატომ იღებს ოპოზიციის ნაწილი დაფინანსებას გაუგებარია მმართველი გუნდისთვისაც.

 

მიუხედავად იმისა, რომ პარტიულ დაფინანსებაზე ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავარ საკითხზე ერთიანობას ინარჩუნებენ და, შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სასესიო დარბაზში არც ერთი არ შევა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner