logo_geo
eng_logo
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს
- +

29 ნოემბერი. 2020. 10:27

 

 

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ და ამოქმედებულ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც საუბარი რიგი ეკონომიკური ბიზნესსაქმიანობების მკაცრ გაკონტროლებას შეეხებოდა.

 

შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო (მანანა) ნარიმანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მხარეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები. რაც შეეხება სანქციებს რეგულაციების დარღვევის გამო თავდაპირველად მოხდება ბიზნესსუბიექტის გაფრთხილება ხოლო შემდგომ ყველა იმ სუბიექტების დაჯარიმება, რომლებიც ახორციელებენ არანებადართულ საქმიანობას. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner