logo_geo
eng_logo
იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
- +

29 ნოემბერი. 2020. 10:38

 

 

იტალიის კუნძულ სარდინიაზე ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ნუოროს პროვინციაში მდებარე ქალაქ ბიტიში 2 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

ძლიერი ქარი და წვიმა კუნძულზე პარასკევს დაიწყო. სტიქიამ სატელეფონო ხაზები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

 

2013 წელს სარდინიაზე ციკლონისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ სულ მცირე 18 ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner