logo_geo
eng_logo
კობა კობალაძემ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკო
- +

2 ივლისი. 2016. 14:36



გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს. გმირთა მოედანზე ასევე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, პოლკოვნიკი ალექსანდრე ბარბაქაძე, ტამიშის ბრძოლის მონაწილეები და სხვა პირები იმყოფებოდნენ. 



შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 2 ივლისს, რუსულმა სამხედრო ხომალდმა სოფელ ტამიშის მისადგომებთან დაახლოებით 600-მდე კარგად გაწვრთნილი საზღვაო დესანტი გადმოსხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარისთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო, დესანტზე საკმაოდ სწრაფი და ორგანიზებული რეაგირება განხორციელდა. 
ბრძოლა 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და უდიდესი მსხვერპლის ფასად (ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300 მეომარი დაკარგა), დესანტის მოგერიებით დასრულდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner